ლუგანსკში რუსულ საწყობში აფეთქება მოხდა

ლუგანსკში რუსულ საწყობში აფეთქება მოხდა

ლუგანსკის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ალჩევსკში, რუსულ საწყობში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

„აფეთქებები სვატოვის რაიონში. მანკივკაში მტრის ყაზარმები აფეთქდა და დაშავდა ფერმერი, რომელიც რუსებთან თანამშრომლობდა. კიდევ ერთი აფეთქება ალჩევსკში, მტრის საწყობში მოხდა“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ქალაქ შჩასტიაში რუსულ „საარჩევნო უბანს“ ცეცხლი წაუკიდეს.