იაპონია ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტს კრძალავს

იაპონია ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტს კრძალავს

იაპონიამ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო განმარტავს, რომ ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დააწესა.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ჰიროკაზუ მაცუნო აღნიშნავს, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო.

”იაპონიას ღრმად აშფოთებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება”, - ჰიროკაზუ მაცუნომ და დასძინა, რომ იაპონია გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად.