უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 57 200 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 500 ბოლო დღე-ღამეში

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 57 200 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 500 ბოლო დღე-ღამეში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები კი მოიცავს: 2290 ტანკს, 4857 ჯავშანტექნიკას, 1369 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 330 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 172 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 260 საბრძოლო თვითმფრინავს, 224 ვერტმფრენს, 970 ერთეულ ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3711 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 131 ერთეულ სპეცტექნიკას და 241 ფრთოსან რაკეტას.

























