უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა ირანული „კამიკაძე“ დრონები ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა ირანული „კამიკაძე“ დრონები ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული ოთხი ირანული „კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

„დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა ოთხი „შაჰედ-136“ –„კამიკაძე“ გაანადგურეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საოკუპაციო ძალები აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატით ოდესის ოლქს დაესხნენ თავს.