უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრება უკვე ბრუნდება.

“დღეის მდგომარეობით, ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა განაახლა პოლიციის 14-მა განყოფილებამ, 90-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიწყო ონლაინ სწავლება, მუშაობა დაიწყო 78-მა სამედიცინო პუნქტმა, 23-მა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, UkrPoshta-ს 10-მა განყოფილებამ”, - თქვა ტიმოშენკომ.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქში მუშაობა განაახლა მობილური კავშირის 6-მა ანძამ, გაზმომარაგების 27-მა ობიექტმა და ელექტრომომარაგების 23-მა ობიექტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა