რუსული მედია - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს გაწვევის საბუთებს ურიგებენ

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს გაწვევის საბუთებს ურიგებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“საქართველოსთან საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამთავრობო ორგანოებისა და სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები. გასვლისას ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს, გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, ასეთ შემთხვევაში გადაეცემა გაწვევის საბუთი”, - განუცხადეს TASS-ს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობაში.

როგორც მედია წერს, აქამდე რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 5 500 ავტომანქანა დგას რიგში, მათ შორის 3 600 მსუბუქი ავტომობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა