უკრაინამ რუსეთში საქონლის ექსპორტი საკანონმდებლო დონეზეც აკრძალა

უკრაინამ რუსეთში საქონლის ექსპორტი სრულიად, საკანონმდებლო დონეზეც აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 27 სექტემბრის სხდომაზე მიიღო დადგენილება “უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გატანის აკრძალვის შესახებ”.

დადგენილება იმოქმედებს სამხედრო მდგომარეობის შეწყვეტის ან გაუქმების დღემდე და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების შეწყვეტამდე.

“ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლას. ეს დადგენილება - ეკონომიკური ზეწოლის მრავალი ინსტრუმენტიდან კიდევ ერთია. ჩვენ გვესმის, რომ სანქციები არის არა მხოლოდ სამხედრო საფრთხეზე რეაგირების საშუალება, არამედ მომავალში აგრესიის თავიდან აცილებისაც. მინდა, გავაცხადო, რომ ომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციაში საქონლის ექსპორტი დე ფაქტო შეჩერებული იყო. ახლა ეს საკანონმდებლო დონეზეცაა დაფიქსირებული”, - აღნიშნა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა