დმიტრო კულება - ევროკავშირში გრძელდება ახალი სასანქციო პაკეტის შემუშავება - ღრმა შეშფოთების სიტყვებითა და პერსონალური სანქციებით ანექსიას ვერ შეაჩერებ, საჭიროა სერიოზული ნაბიჯები

ფსევდორეფერენდუმებისთვის ევროკავშირის საპასუხო სანქციები რუსეთის ეკონომიკას უნდა ურტყამდნენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგა კატრინ კოლონასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ “რეფერენდუმების” ორგანიზებაში და ჩატარებაში იღებს მონაწილეობას, არასაკმარისი იქნება.

“საკმარისი არ იქნება მხოლოდ კოსმეტიკური ეკონომიკური ზომებით შემოვიფარგლოთ. საჭიროა უკიდურესად სერიოზულად, ეფექტური რეაქცია კონკრეტული რაღაცებით, რაც დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. რაც უფრო რბილი იქნება რეაქცია ე.წ. რეფერენდუმებზე - მით უფრო მეტი მოტივაცია ექნება რუსეთის ფედერაციას მომავალში მოახდინოს ესკალაცია და ტერიტორიებიც ანექსირება”, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით სანქციების მერვე პაკეტში ნათელი გახდება რამდენად სერიოზულად უდგება ევროკავშირი ე.წ. “რეფერენდუმების” პრობლემას.

“ჩვენ ჩვენი მოლოდინები პარტნიორებს ყველა დონეზე გადავეცით და ახლა ევროკავშირში უკვე გრძელდება ახალი სასანქციო პაკეტის შემუშავება… შემიძლია გავიმეორო ის, რაც ვუთხარი ჩემს კოლეგებს ნიუ-იორკში - რომ ღრმა შეშფოთების სიტყვებითა და პერსონალური სანქციებით ანექსიას ვერ შეაჩერებ, საჭიროა სერიოზული ნაბიჯები”, - აღნიშნა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფსევდორეფერენდუმებს არანაირი გავლენა არ ექნება უკრაინის პოლიტიკაზე, დიპლომატიასა და ქმედებებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა