ოლექსი დანილოვი - რაც უფრო აჭიანურებს კრემლის რეჟიმი მოლაპარაკებებს, მით  უარესდება პირობები - უკრაინის დეოკუპაციისა და რუსეთის დეფრაგმენტაციის ამოცანები სრული მასშტაბით შესრულდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინა მომხრეა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გამართოს კონტრიბუციისა და რეპარაციის გადახდის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინის ომის დროს ჩადენილი ყველა ნგრევისთვის.

ამის შესახებ დანილოვმა Twitter-ის პირად ბლოგში განაცხადა.

„უკრაინა არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების... კონტრუბუციისა და რეპარაციების შესახებ. რაც უფრო მეტხანს აჭიანურებს კრემლის რეჟიმი ამ მოლაპარაკებებს, მით მეტად უარესდება პირობები და იზრდება თანხა. უკრაინის დეოკუპაციისა და რუსეთის დეფრაგმენტაციის ამოცანები სრული მასშტაბით შესრულდება - გეგმებისა და გრაფიკის მიხედვით“, - განაცხადა დანილოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა