უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტების ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები უერთდებიან

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ნაწილობრივი მობილიზაციისთვის გამოძახებული პერსონალის მიღება დაიწყეს, ოკუპანტების ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები უერთდებიან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაიწყეს ნაწილობრივი მობილიზაციისთვის გამოძახებული პერსონალის მიღება. ამგვარად, საბრძოლო ზონაში განლაგებული პირველი სატანკო არმიის მე-2 მოტომსროლელი დივიზიის პირველი სატანკო პოლკის ნაწილებში გაძლიერება განხორციელდა. მათ წვრთნა არ ჩატარებიათ. ასევე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნაწილობრივ მობილიზაციასთან ერთად ეგრეთ წოდებული „თვითმობილიზაციის“ ზომების გატარებასაც აგრძელებს“, - აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლ ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები უერთდებიან.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება