სვეტლანა ციხანოვსკაია - ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია - ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს

სვეტლანა ციხანოვსკაია - ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია - ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს

ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ციხანოვსკაია ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აღმაშფოთებელს და მიუღებელს უწოდებს.

მისი თქმით, ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს.

"ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის",- წერს ოპოზიციონერი "ტვიტერზე".