აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვაგრძელებთ საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას - რუსეთმა თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე უნდა გაიყვანოს

ვაგრძელებთ საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთი პასუხისმგებელია იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის საფუძველზე აიღო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოგეხსენებათ, დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი, დაგმო მისი ვიზიტი აფხაზეთში”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც სეპარატისტ ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა და განაცხადა, რომ აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აგება, არამედ „ძალიან სერიოზული ურთიერთობები“ სურს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს