უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო - რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებულს გაგზავნის

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო - რუსეთი ბელარუსში 20 000 მობილიზებულს გაგზავნის

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთიდან მობილიზებული 20 000 პირის განლაგებას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსში დისლოცირებული რუსული არმიის ნაწილები თვის ბოლომდე უნდა შეავსონ და გამოცდილებისა და მობილიზებულების თანაფარდობა 1/5-ზე უნდა იყოს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რუსი სამხედროების განსათავსებლად ბელარუსის ხელისუფლება სამხედრო ფონდებისა და სამოქალაქო შენობების გამოყენებას გეგმავს.

ანა მალიარმა აღნიშნა, რომ პერსონალის რაოდენობის გაზრდის შემდეგ, რუსები გამოიყენებენ სამხედრო ტექნიკას ბელარუსის საწყობებიდან.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ბელარუსის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ძალებს დაავალა, ხელი შეუწყონ რუსების მობილიზებას, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.