ანდრეი ერმაკი - ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა

ანდრეი ერმაკი - ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა

ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე“ წერს.

"კიდევ მეტი ჩვენიანი სახლში. მოხდა ტყვეთა მორიგი გაცვლა. ჩვენ დავბრუნდით 6 - ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ოფიცრები - ალექსეი ბულახოვი და ნიკოლაი კოსტენკო. ჯარისკაცები - ლუდმილა გერასიმენკო და ივან ზემლიანოი. მშვიდობიანი მოქალაქეები - ვიქტორია ანდრუშა და იანა მაიბოროდა“, - აცხადებს ერმაკმა.

მისი თქმით, მხოლოდ მიმდინარე თვეში უკრაინამ ტყვეობიდან 235 ადამიანი დააბრუნა.