ვოლოდიმირ ზელენსკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას იწვევს

ვოლოდიმირ ზელენსკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას იწვევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 30 სექტემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. დღის წესრიგი და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - წერს ნიკიფოროვი.

შეგახსენებთ, რომ კრემლი 30 სექტემბერს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებას გეგმავს. დღეს, 29 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოსთან ოპერატიულ შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ გაიმართა. სეპარატისტული რეჟიმების მტკიცებით, რეგიონების მოსახლეობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი. ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს უკრაინა და დასავლეთი არ აღიარებენ და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მიზნით გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.