ოლექსი რეზნიკოვი - თვალს ვადევნებთ მანევრებს ბელარუსში და ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა მეჩვენება, რომ ბელარუსები უკრაინასთან საომრად ძალიან მოტივირებულები არ არიან

ბელარუსები უკრაინასთან საომრად ძალიან მოტივირებულები არ არიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვნა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციაში ბელარუსში, სადაც რუსეთი თავის სამხედრო კონტინგენტს აგზავნის.
“ჩვენ თვალს ვადევნებთ მანევრებს ბელარუსში და ყველაფრისთვის მზად ვართ. თუმცა მე ოპტიმისტი დავრჩები, რადგან მეჩვენება, რომ ბელარუსები უკრაინასთან საომრად ძალიან მოტივირებულები არ არიან ”, - განაცხადა რეზნიკოვმა.
თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა, რომ თებერვალ-მარტში რუსეთის გრძელი ფრონტით წინსვლის მცდელობები ჩავარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებიან და წვრთნას ევროკავშირის ტერიტორიაზე გადიან.
ამავდროულად რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ომის ყველაზე მძიმე სტადია იწყება და ქვეყნის წინაშე ძალიან მძიმე გამოწვევები დგას.

























