ანტონიო გუტერეში - რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას

ანტონიო გუტერეში - რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია „საშიში ესკალაცია" იქნება ", რომელიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას.

“უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს”, - აღნიშნა გუტერეშმა.

მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გეგმებს, ეს გაახანგრძლივებს დრამატულ ზემოქმედებას გლობალურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

„ეს ხელს შეუშლის ჩვენს უნარს, მივაწოდოთ სიცოცხლის გადამრჩენი დახმარება უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა რომ კრემლში, დღეს, რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი ტერიტორიის - ე.წ. "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების", ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.