მიკოლაივის გუბერნატორი - რუსების რაკეტა 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან

მიკოლაივის გუბერნატორი - რუსების რაკეტა 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან

მიკოლაივის ოლქში, იუჟნუკრაინსკსა და ვოზნესენსკს შორის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა, - ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.

მისი თქმით, აფეთქება ირანულმა უპილოტო დრონებმა გამოწვია, რომელსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებენ.

„ერთმა „შაჰიდმა“ ცენტრში შენობა დააზიანა. ერთმა - ინფრასტრუქტურა. ადგილზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა კიმმა.

მისი თქმით, რუსებმა, ასევე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს საცხოვრებელ რაიონზე.

„9-სართულიან შენობას 1 რაკეტა მოხვდა, სერიოზული დაზიანებაა, ნანგრევების ქვეშ ხალხის იმყოფება“, - წერს კიმი.