უკრაინის გენშტაბი - ბელარუსი აგრძელებს აეროდრომების შემოწმებას რუსების მიერ მათი სავარაუდო გამოყენების მიზნით

უკრაინის გენშტაბი - ბელარუსი აგრძელებს აეროდრომების შემოწმებას რუსების მიერ მათი სავარაუდო გამოყენების მიზნით

ბელარუსში გრძელდება აეროდრომების შემოწმება რუსი სამხედროების მიერ მათი სავარაუდო გამოყენების მიზნით,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ბელარუსში 21 სექტემბერს დაიწყო აეროდრომების ქსელის რადიოტექნიკური მხარდაჭერის შემოწმება, რაც ირიბად შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ბელარუსის აეროდრომების გამოყენების შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენერალური შტაბის ცნობით, განხორციელდა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მომზადების ერთობლივი სასწავლო ცენტრის საავიაციო ქვედანაყოფების როტაცია.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთიდან მობილიზებული 20 000-მდე პირის განთავსებას გეგმავს.