ირაკლი ღარიბაშვილი - ახლა ევროპაში საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და სამუშაოების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები

ახლა ევროპაში საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და სამუშაოების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე „საქართველოს კარგი მონაცემები აქვს“.

„ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს საშინელი, დამანგრეველი ომი. უკრაინაში რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება, ამას ემატება ენერგოკრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია. ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა სახელმწიფო. მე მქონდა საუბარი გაეროს ფარგლებში ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან და მათი მოლოდინი არის ძალიან პესიმისტური. ისინი ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და სამუშაოების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი - ბევრი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მთავრობის საზრუნავი. რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი. ევროპაც ეტაპობრივად უარს ამბობს რუსულ გაზზე და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამიტომ, გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში.

ეს იმიტომ მოვყევი, რომ ამას სჭირდება კარგი გააზრება. ამ ფონზე ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპასა და უკრაინაში, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ არათუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევუნარჩუნეთ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ უზრუნველყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, თითქმის 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, როდესაც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება, ქვეყნის შიგნით მაქსიმალური კონსოლიდაცია, ქვეყნის შიგნით სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს