ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან

უკრაინა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის რუსეთის სხვა პრეზიდენტთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან თანაარსებობის შესახებ შეთანხმება შეუძლებელია, ამიტომ უკრაინას დიალოგი რუსეთის სხვა პრეზიდენტთან ექნება.

“პირველი - მშვიდობას მხოლოდ უკრაინის გაძლიერებისა და ჩვენი მიწიდან ოკუპანტების განდევნის გზა აბრუნებს. ჩვენ ამ გზით წავალთ.

მეორე - უკრაინა იყო და რჩება ლიდერი სამომლაპარაკებლო ძალისხმევაში. სწორად ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარ პირობებზე თანაცხოვრებაზე დათანხმებას. სწორად ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარ, პატიოსან, ღირსეულ და სამართლიან პირობებით თანაცხოვრებაზე შეთანხმებას. ცხადია, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინმა “არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს