დმიტრო კულება - ახალ გარემოებებში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საშუალებას მისცემს ჩვენს პარტნიორებს 2008 წლიდან დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ

ახალ გარემოებებში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საშუალებას მისცემს ჩვენს პარტნიორებს 2008 წლიდან დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ფეისბუქზე”, პირად გვერდზე წერს.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დიდი ხანია მომწიფდა და გადამწიფდა. უკრაინა ევროატლანტიკური უსაფრთხოების უკვე განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მეხუთე მუხლის ქოლგები, მაგრამ ნატოს ყველა წევრი დე ფაქტო იმყოფება უკრაინის ქოლგის ქვეშ, ჩვენი შეიარაღებული ძალების დაცვის ქვეშ. ამიტომ უკრაინამ დღეს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, რომლის მიღებაც ახალ გარემოებებში არ საჭიროებს “მაპის” მიღებას და საშუალებას აძლევს ჩვენს პარტნიორებს არ გაიმეორონ 2008 წლიდან დაშვებული შეცდომები”, - წერს კულება.

ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა