გაერთიანებული სამეფო უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს და რუსეთის ელჩს საგარეო უწყებაში იბარებს

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ოთხი ტერიტორიის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, ახალი ზომები შეზღუდავს რუსეთის წვდომას ბრიტანეთის მთავარ კომერციულ და ტრანზაქციულ სერვისებზე, ასევე აკრძალავს რუსეთში თითქმის 700 სახის საქონლის ექსპორტს, რომლებიც გადამწყვეტია სერიული წარმოებისთვის.

„გაერთიანებული სამეფო კატეგორიულად გმობს პუტინის განცხადებას უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან უკრაინის ტერიტორიის ანექსიას. რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სამართლის ამ საზიზღარ დარღვევაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა ახალი მიზნობრივი სერვისების აკრძალვით. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გაერთიანებული სამეფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის”, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმზ კლევერლიმ.

ამასთან, მისივე განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

„დავიბარე რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი, რათა მკაცრად გავაპროტესტო პუტინის განცხადება სუვერენული უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ“, - განაცხადა ჯეიმზ კლევერლიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო