ვოლოდიმირ ზელენსკი - საგრძნობი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში

საგრძნობი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და საგრძნობ შედეგებს აღწევს, კერძოდ კი მან დაადასტურა იამპოლის გათავისუფლება და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ლიმანში.

„ამის შესახებ უკვე საკმარისი საჯარო ინფორმაციაა. ყველამ გაიგო რა ხდება დონეცკის ოლქის ლიმანში. ეს ნაბიჯებია, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს ჩვენი თავდაცვის გეგმის ამ ელემენტის განხორციელებისთვის! ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა