რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე ავიაიერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე ავიაიერიში მიიტანეს

რუსმა აგრესორებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე დღეს დილით ავიაიერიშები მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე სტარუხი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

“მტერი თავს დაესხა ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს და მის შემოგარენს. ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბის შესახებ დასტურდება", - აღნიშნა სტარუხმა.

მისივე თქმით, არსებობს შემდგომი თავდასხმების საფრთხე.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან უსაფრთხოების წესები: ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს და დარჩნენ თავშესაფრებში.