რუსებმა ზაპოროჟიე S-300 რაკეტებით დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ზაპოროჟიე S-300 რაკეტებით დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ზაპოროჟიეს მორიგი დარტყმა მიაყენეს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა და საქალაქო საბჭოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა განაცხადა.

„წინასწარი ინფორმაციით, მტრის დაბომბვის შედეგად განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. უფრო დეტალური ინფორმაცია ზუსტდება", - განაცხადა მან.

ინფორმაცია გაავრცელა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმაც. მისი თქმით, რუსებმა S-300 ტიპის 10 რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც რეგიონულ ცენტრში ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა. კერძოდ, სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ.

ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.