ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - პუტინის მიერ მობილიზაციის პროცესში პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - პუტინის მიერ მობილიზაციის პროცესში პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას

პუტინის მიერ მობილიზაციის პროცესში პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას მისი პირველი კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

„29 სექტემბერს, პრეზიდენტმა პუტინმა სიტყვით მიმართა თავის ეროვნულ უშიშროების საბჭოს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ, რომელიც მან 21 სექტემბერს გამოაცხადა. მისი თქმით, „სამობილიზაციო კამპანიის დროს ბევრი კითხვა ჩნდება და ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და არ გავიმეოროთ ისინი“.

პუტინის მიერ პრობლემების უჩვეულოდ სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას მისი პირველი კვირის განმავლობაში. ადგილობრივ ოფიციალურ პირებისთვის, სავარაუდოდ, გაურკვეველია კამპანიის ზუსტი ფარგლები და სამართლებრივი დასაბუთება", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების შეფასებით, თითქმის დანამდვილებით, რუსეთში გამოიძახეს პერსონალი, რომელიც სცილდება პუტინისა და თავდაცვის სამინისტროს განმარტებებს.

„რამდენადაც გაწვეული რეზერვისტები აგრძელებენ შეკრებას კარვების სატრანზიტო ბანაკებში, რუს ჩინოვნიკებს, სავარაუდოდ, უჭირთ წვრთნების უზრუნველყოფა და ოფიცრების პოვნა, რომლებიც ახალ დანაყოფებს უხელმძღვანელებენ“, - აღნიშნულია ანგარიშში.