რუსები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით კარდაკარ შემოწმებას ახორციელებენ

რუსები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით კარდაკარ შემოწმებას ახორციელებენ

რუსული ძალები უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში კარდაკარ შემოწმებას ახორციელებენ და სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შესაბამისი ასაკის მქონე ახალგაზრდებს ეძებენ, - ამის შესახებ უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

„დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება სამობილიზაციო ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და სამხედრო მოსამსახურეების სიებს ადგენენ“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ასევე გააძლიერეს საბუთების შემოწმება საგუშაგოებზე, რაც „მაქსიმალურად ართულებს“ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას.