უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 54 000-ზე მეტმა უკრაინელმა თავშესაფარი ირლანდიას სთხოვა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 54 000-ზე მეტმა უკრაინელმა თავშესაფარი ირლანდიას სთხოვა. ინფორმაციას მედია ირლანდიის ცენტრალური სტატისტიკის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, 25 სექტემბრამდე, ირლანდიაში უკრაინიდან სულ 54 771 ადამიანი ჩავიდა. მხოლოდ წინა კვირაში ქვეყანაში 1000-ზე მეტი უკრაინელი ჩავიდა.
დროებითი დაცვის დირექტივის მიხედვით, ყველა უკრაინელს პირადი საჯარო სამსახურის ნომრები მიენიჭა.
ირლანდიაში უკრაინიდან 20 წელზე უფროსი ასაკის ქალები დღემდე ჩასულთა 46%-ს შეადგენს, მაშინ როცა 0-19 წლამდე ასაკის ორივე სქესის წარმომადგენელი ბავშვები და მოზარდები, 35%-ს შეადგენს.

























