ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, რომელიც რუსებმა დააკავეს, გათავისუფლებულია

რუსეთს მის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ტომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ავრცელებს.
„მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში“ , - აღნიშნა გროსიმ.
შეგახსენებთ, რუსმა პატრულმა მურაშოვი პარასკევს დააკავა. როგორც უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მურაშოვის მანქანა გააჩერეს, თვალები დაუფარეს და წაიყვანეს.

























