თურქეთში „აზოვსტალის" დამცველები ოჯახის წევრებს შეხვდნენ

ურაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა თურქეთში „აზოვსტალის" დამცველებს შეხვდა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მოახერხა მათი ოჯახებთან შეხვედრის მოწყობა.
„ემოციები ახლა ბევრია. გზა ამ წუთამდე გრძელი და რთული იყო. ბოლოს და ბოლოს შეძლეს ჩახუტება“ , - დასძინა ზელენსკამ.
21 სექტემბერს უკრაინის 215 დამცველის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი.
რუსეთის ფედერაციასთან გაცვლის პირობების თანახმად, "აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო; "აზოვის" მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ "კალინა" პალამარი ,"აზოვის" უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო; საზღვაო ქვეითთა კორპუსის 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური სერგეი "ვოლინა" ვოლინსკი და ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადის მეთაური დენის შლეგა ომის დასრულებამდე თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი დაცვის ქვეშ იქნებიან.

























