მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ მიმდინარეობს

„ვივამედის” კლინიკაში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

აღნიშნული საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა შეუძლია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ჩვენების მიცემა, გამომდინარე აქედან, ვიშუამდგომლეთ გასვლით სხდომაში მონაწილეობა, რაც დააკმაყოფილა მოსამართლემ. ამ ეტაპამდე არაერთი პროცესი გადაიდო, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობა, რომ მას არ შეეძლო მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით კი, არც ერთ ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, რის ინტერპრეტირებასაც „ქართული ოცნების” წევრები შეეცდებიან.

„ქართული ოცნების" საჯარო პირები შეეცდებიან დღევანდელი წერილის თარგმნას იმგვარად, რომ სააკაშვილი კარგად არის. არც ერთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ სააკაშვილი თავს გრძნობს კარგად, სამედიცინო დაწესებულებამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს უჭირს მეტყველება, თავს გრძნობს სუსტად და იმყოფება მწოლიარე რეჟიმში”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა