პრემიერი  - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია - იქ, ჩვენგან განსხვავებით, ეკონომიკის შემცირება - რეცესიაა, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია - იქ, ჩვენგან განსხვავებით, ეკონომიკის შემცირებაა, ჩვენ კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც აბალანსებს გამოწვევებს, რომლებიც ინფლაციას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქვეყანაში არსებული ინფლაციის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინფლაცია მთელ მსოფლიოში გამოწვევაა.

„ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ეს, პირველ რიგში, პანდემიამ გამოიწვია. მკაცრი „ლოქ-დაუნი“ იყო. ამას დაემატა ეს უბედურება, ომი, რაც უკრაინაშია. გამოქვეყნდა ევროზონის ინფლაცია - საშუალო მაჩვენებელი არის ორნიშნა, თუ არ ვცდები 11%-ია ინფლაცია ევროკავშირში, რომელიც მთავარი ეკონომიკური ბაზარია მსოფლიოში. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთშიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია, ზოგან 25%-ია. ამას ემატება მთავარი განსხვავება, რაც გვაქვს - იქ, ჩვენგან განსხვავებით ეკონომიკის შემცირება - რეცესიაა. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აბალანსებს გამოწვევებს, რომლებიც ინფლაციას უკავშირდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არაა ეკონომიკური ზრდა დროებითი, პრემიერი ამბობს, რომ ეს უკვე მეორე წელია გრძელდება.

„დროებითი შეიძლება იყოს რამდენიმე თვე. უკვე მეორე წელია მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შეიძლება ეს „დროებითი“ ეკონომიკური ზრდა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს