ხერსონის ოლქში 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული

ხერსონის ოლქში 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული

ხერსონის ოლქში უკვე 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია დეოკუპირებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინი ავრცელებს.

“რაც შეეხება ხერსობის ოლქს, იქ ამ დროისთვის ჯამში 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია დეოკუპირებული, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულია დაახლოებით 3 500 მოქალაქე”, - განაცხადა ენინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეოკუპაციასთან ერთად მიმდინარეობს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დაფიქსირებაც.

“ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა დააფიქსირეს 105 სამხედრო დანაშაული და ეს მუშაობა გრძელდება”, - თქვა უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ.