ვოლოდიმირ ზელენსკი ჯორჯია მელონის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში მიიწვია

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯორჯია მელონის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის “იტალიის ძმები” ლიდერთან ჯორჯია მელონისთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინაში დაპატიჟა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი და იტალიური გამოცემა Dire ავრცელებენ.

“საუბრისას არვნიშნეთ იტალიის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. გავვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობა, კერძოდ, ევროკავშირის მე-8 სასანქციო პაკეტის გაძლიერება და ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები აკრძალვა”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი პირად “ტელეგრამ” არხზე.

გამოცემა Dire “იტალიის ძმების” განცხადებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ მელონის მადლობა გადაუხარა სამხედრო დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში იგი მოახერხებს კიევში ვიზიტით ჩასვლას.

“მელონიმ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ზელენსკიმ მოლოცვისთვის და გაიხსენა სოლიდარობა, რომელიც “იტალიის ძმებმა” და ევროპელმა კონსერვატორებმა გამოიჩინეს კიევისადმი ომის პირველივე დღიდან”, - წერია განცხადებაში.

მელონიმ ასევე გაიმეორა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიას არანაირი პოლიტიკური და იურიდიული ფასი არ გააჩნია.