ოლექსი რეზნიკოვი - სანამ “რუსეთის პარლამენტი” თვრება ანექსიის ამაო მცდელობებით, ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ

ოლექსი რეზნიკოვი - სანამ “რუსეთის პარლამენტი” თვრება ანექსიის ამაო მცდელობებით, ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ

უკრაინელი სამხედროების წინსვლა საუკეთესო პასუხია ყველანაირ “რეფერენდუმებზე”, “განკარგულებებზე”, “შეთანხმებებსა” და პათეტიკურ საუბრებზე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

“სანამ “რუსეთის პარლამენტი” თვრება ანექსიის ამაო მცდელობებით, ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ”, - წერს რეზნიკოვი.

მან ასევე გამოაქვეყნა რუკა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიურ პროგრესს ასახავს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში.