გუბერნატორი - რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - მაშველებს ადამიანები ნანგრევებიდან ამოჰყავთ

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებს რაკეტები ესროლეს, - ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს.

„ოკუპანტებმა საოლქო ცენტრს რაკეტებით შეუტიეს. ინფრასტრუქტურული ობიექტები მტრის სამიზნე გახდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა. განადგურდა საცხოვრებელი სახლები. ადგილზე მაშველები იმყოფებიან.

გარდა ამისა, მისი თქმით, დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

"არიან დაშავებულები. მაშველებს ადამიანები ნანგრევებიდან ამოჰყავთ", - განაცხადა სტარუხმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება