ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი იუწყება.
მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ მინიმუმ 5 ადამიანი იმყოფება.
„სახლების ნანგრევებში სულ მცირე 5 ადამიანია. ბევრი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, მათ შორის 3 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - აღნიშნა სტარუხმა.
მისი თქმით, ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებს რაკეტები ესროლეს.

























