ნატალია გუმენიუკი - უკრაინელებმა, ბოლო დღეებში, ხერსონის ოლქის ტერიტორიის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს

ნატალია გუმენიუკი - უკრაინელებმა, ბოლო დღეებში, ხერსონის ოლქის ტერიტორიის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოქტომბრის დასაწყისიდან, რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

„საკმაოდ დამაჯერებელი წარმატებები გვაქვს, მიმართულებას არ ვასახელებთ, მაგრამ ხერსონის ოლქის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკვე გათავისუფლებულია ოკუპანტებისგან“, - აღნიშნა გუმენიუკმა.

ამასთან, მისი თქმით, ზოგადად, სამხრეთის მიმართულებით ვითარება კვლავ რთულია და უკიდურესად დინამიკურად ვითარდება. უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ, რამდენიმე მიმართულებით ფრონტის ხაზის გაღრმავება 20 კილომეტრამდე მიმდინარეობს.