„აზოვის“ შტაბის უფროსი - რუსეთი დატყვევებული „აზოველების“ დასავლეთის წინააღმდეგ ომში გადაბირებას ცდილობდა

რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ „აზოვსტალის" ტყვედ ჩავარდნილი დამცველების გადაბირებას, რათა მათ აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ ებრძოლათ, - ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მეთაურებმა განაცხადეს.

„აზოვის“ პოლკის შტაბის უფროსმა, ბოგდან კროტევიჩმა განაცხადა, რომ რუსებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ტყვეობაში მყოფი უკრაინელების მიმართ.

მისი თქმით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ იციან როგორ მოახდინონ ზეწოლა ადამიანებზე.

„აზოველებთან“ დაკავშირებით, მათ, კერძოდ, მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, შეიმუშავეს შემდეგი სტრატეგია: როცა ტყვეობიდან გამოვედით, მათ სურდათ, ასე ვთქვათ, „აზოვის“ გადაბირება იმით, რომ „ბიჭებო, თქვენ კარგად იბრძვით, და ერთად გავანადგუროთ, გავანადგუროთ დასავლეთი და შეერთებული შტატები“, - აღნიშნა კროტევიჩმა.

მისი თქმით, „აზოველებს“ ამაზე ერთსულოვანი აზრი ჰქონდათ, რომ რუსები უკრაინის მტრები იყვნენ.

„ჩვენ უკრაინელი სამხედროები ვართ, უკრაინა ჩვენი სამშობლოა. მე დავიბადე 1993 წელს. დავიბადე დამოუკიდებელ უკრაინაში, ჩემთვის მოტივაციაა ბრძოლა ნებისმიერის წინააღმდეგ, ვინც თავს დაესხმება ჩემს ქვეყანას - იქნება ეს რუსეთის ფედერაცია თუ სხვა ქვეყანა. ასე რომ, ისინი ჩვენთვის მტრები არიან“, - ხაზგასმით აღნიშნა კროტევიჩმა.

მისი თქმით, „ბევრმა ასე უპასუხა. ამიტომ დასრულდა ეს ისტორია“, - დასძინა მან.

21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის 215 დამცველი, მათ შორის „აზოვის“ 108 მებრძოლი, ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა