უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა დღეს დილით უკრაინას საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან მიაყენა

რუსეთმა დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა.
„დღეს დილით, აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის Ту-22М3 ტიპის ოთხმა თვითმფრინავმა ბელარუსის საჰაერო სივრციდან საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა გრომოვმა.
ამასთან, მან არ დააკონკრეტა, რომელ დასახლებულ პუნქტზე განხორციელდა ავიაიერიში ბელარუსის ტერიტორიიდან.
ოლექსი გრომოვის ინფორმაციით, ბელარუსის მიმართულებიდან ავიაცია ბოლოს 28 აგვისტოს გამოიყენეს.

























