უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელი - ომის დასაწყისიდან ბელარუსის არსენალებიდან რუსებს სამხედრო დახმარებით დატვირთული 250-მდე ვაგონი გაეგზავნა

უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელი - ომის დასაწყისიდან ბელარუსის არსენალებიდან რუსებს სამხედრო დახმარებით დატვირთული 250-მდე ვაგონი გაეგზავნა

ომის დასაწყისიდან ბელარუსის არსენალებიდან რუსებს სამხედრო დახმარებით დატვირთული 250-მდე ვაგონი გაეგზავნა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ალექსეი გრომოვი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბელარუსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკრაინის წინააღმდეგ ომში აგრესორის დახმარებას აგრძელებს.

"სრულმასშტაბიანი აგრესიის დასაწყისიდან, ბელარუსის ტერიტორიიდან ჯამში გაგზავნილ იქნა 26 ეშელონი, თითქმის 250 ვაგონის საერთო რაოდენობით და 10 000 ტონაზე მეტი წონით”, - აღნიშნა გრომოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან ბელარუსის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის შენახვის არსენალებიდან დონეცკისა და ხერსონის მიმართულებით საოკუპაციო ჯარებისთვის საბრძოლო მასალით დატვირთული 30-მდე ვაგონი გაიგზავნა.