ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ჩვენ პასს ვაძლევთ ძალიან მნიშვნელოვან და სწორ მომენტში - ნატომ უნდა აჩვენოს, რომ რუსეთის ფედერაციის არ ეშინია

უკრაინის გარეშე ნატოს კავშირი ისეთი ძლიერი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ვთვლი, რომ უკრაინის გარეშე ნატოს კავშირი ისეთი ძლიერი არ არის, განსაკუთრებით ევროპულ კონტინენტზე. ჩვენ ვხედავთ ვინ არიან ჩვენი მეზობლები, როგორი მეზობლები და როგორი რისკებია და ა.შ. ვთვლი, რომ ევროპის აღმოსავლეთში სიმყარისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამავდროულად მისი თქმით, უკრაინის განაცხადის განხილვის საკითხში “პასი” ახლა ნატოს მხარესაა.

“ჩვენ მადლობელი ვართ დახმარებისთვის, ღია კარისთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ვამბობთ და პასს ვაძლევთ ძალიან მნიშვნელოვან და სწორ მომენტში, როდესაც არა მხოლოდ უკრაინამ უნდა აჩვენოს საკუთარი ძალა რუსეთს, არამედ როდესაც მოკავშირეებმაც, ალიანსმაც უნდა აჩვენოს, რომ რუსეთის ფედერაციის არ ეშინიათ”, - დასძინა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა