ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვაყანა ჩართულია უკრაინელი სამხედროების მომზადებაში

ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვაყანა ჩართულია უკრაინელი სამხედროების მომზადებაში

ნატოსა და ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვაყანა ჩართულია უკრაინელი სამხედროების მომზადებაში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა “ფორბსთან” განაცხადა.

“ნატოსა და ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა და ისინიც, ვინც ჯერ არ შედიან ნატოში, როგორებიცაა შვედეთი და ფინეთი, ყველა ჩართულია მოსამზადებელ პროგრამებში”, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ცნობილი ბრიტანული მოსამზადებელი პროგრამის გარდა, კოპენჰაგენის დონორთა კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებების შედეგად, უკრაინელი მეომრების წვრთნას შეუერთდნენ ნორვეგია, დანია, შვედეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ინიციატივებში ჩართვის სურვილი გერმანიის თავდაცვის მინისტრმაც გამოთქვა უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს.

მინისტრის თქმით, უკრაინელი არტილერისტებისთვისა და სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის პარტნიორებმა სპეციალური პროფესიული პროგრამები შექმნეს.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ბრიტანული პროგრამიდან, რომელიც 30 000 უკრაინელი სამხედროს გაწვრთნას ითვალისწინებს, პირველი 10 000 უკვე მალე ამთავრებს შესაბამის მომზადებას.