ვოლოდიმირ ზელენსკი - ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან

ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ამ დღეებში ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქეციების მე-8 პაკეტის შემოღებისკენ მიიწევს. კერძოდ, ამ პაკეტში გათვალისწინებულია რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების შეზღუდვა და იქმნება ინსტრუმენტები ტერორისტი სახელმწიფოს ნავთობისგან მიღებული შემოსავლების შესაზღუდად”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
“ისე უნდა ვქნათ, რომ ტერორისტმა სახელმწიფომ არც ერთი შემოსავალი არ მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან, რომ არც ერთმა ნავთობის დოლარმა და არც ერთმა გაზის ევრომ არ შეძლოს უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ომის გაგრძელებაზე წასვლა”, - თქვა ზელენსკიმ.
მან რწმენა გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში ეს მიღწეულ იქნება და მადლობა გადაუხადა ყველა ევროპელს, ვინც ასეთი შედეგისთვის მუშაობს, ლობირებენ საჭირო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და რუსული ენერგეტიკული რესურსები საჭირო ეკონომიკურ ალტერნატივებს ქმნიან.

























