„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენებას არ მოჰყვება ისეთი ეფექტი, როგორიც უკრაინის მიერ აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ის სისტემების გამოყენებას

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენებას არ მოჰყვება ისეთი ეფექტი, როგორიც უკრაინის მიერ აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ის სისტემების გამოყენებას

რუსეთის მიერ ირანული წარმოების დრონების გამოყენებას არ მოჰყვება ისეთი ეფექტი, როგორიც უკრაინის მიერ აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ის სისტემების გამოყენებას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ომის მიმდინარეობაზე, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი ჰრომოვმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სულ 86 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136” გამოიყენეს, რომელთა 60% უკრაინულმა ძალებმა უკვე გაანადგურეს.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, რუსები არ იყენებენ დრონებს ბრძოლის ველთან ახლოს, არამედ ისინი მათ უკანა ზონებში, სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ.