აკაკი ბობოხიძე - სააკაშვილის შესახებ უკრაინის სასამართლომ მიიღო სასამართლოებისთვის დამახასიათებელი სტანდარტული გადაწყვეტილება - ეს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ

როგორც ვიცი, უკრაინის სასამართლომ მიიღო სასამართლოებისთვის დამახასიათებელი სტანდარტული გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით, - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე უკრაინის მხრიდან სააკაშვილის ექსტრადირების საქმეზე დასმულ შეკითხვას.

„ეს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის და ვერც იქნება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მსგავსი მოლოდინების შექმნა, რომ „აი, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა და გარღვევა არის სააკაშვილის ექსტრადირების საკითხში“ სინამდვილეში, საბოლოო ჯამში, იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანს, რომ „ივანიშვილმა კვლავ გაიმარჯვა და კვლავ დააიგნორა ყველა საკუთარი სურვილების მიღმა“. ბიძინას უძლეველობის მითს მსგავსი არასწორი მოლოდინების შექმნა უწყობს ხელს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს, როგორც დაზარალებული.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს