მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმი, ხიდი, დასაწყისი - ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს!

მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმი, ხიდი, დასაწყისი - ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს!

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს.

„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი - ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.