სერგო ჩიხლაძე - თანხები და ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებასა და უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე

თანხები და ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე, მის შიშებსა და პირად ინტერესებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მართვის რუსული მოდელი დანერგა - ყველას თვალთვალი, ტოტალური უნდობლობა, ტოტალური კონტროლი.

„ ის რაც ჩვენ ვიხილეთ და რასაც ბოლო წლებია ვუყურებთ, ეს არის მართვის რუსული მოდელი. ოლიგარქმა დანერგა მართვის რუსული მოდელი. ყველას თვალთვალი, ტოტალური უნდობლობა, ტოტალური კონტროლი, მათ შორის, თავისიანების. ის არ ენდობა არავის და ეშინია, ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის დიაგნოზი. ის დგას შიშზე, უნდობლობაზე, საკუთარი მომხრეების კონტროლზე, ეს არის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მახასიათებლები. რაც მთავარია, თანხები, სახსრები, ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებაზე, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე. მის შიშებსა და პირად ინტერესებზე“,- აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებას და დასძენს, რომ მისთვის უცნობია პარტიის შიდა ამბები, ამასთან არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ ორად ან სამად გაიყოს.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო