ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაშავებულები.
"მტრის მორიგი თავდასხმა! დარჩით თავშესაფრებში! მტერი აგრძელებს ქალაქის ტერორს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ვეხმარებით ერთმანეთს", - წერს სტარუხი სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ქალაქის ცენტრში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი განადგურდა, არიან დაშავებულები.
„არიან დაშავებულები. ტრაგედიის ადგილზე მაშველები, ექიმები, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. ადამიანებს საჭირო დახმარება უტარდებათ", - აცხადებს სტარუხი.